ოპერატორი
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი No37
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00-18:00 სთ
სრული აღწერა
შპს "ჯი-თი-ეს გრუპი", რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და წარმოადგენს მაღალი ხარისხის დანიური საღებავების იმპორტიორსა და მომწოდებელს, აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37;
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 სთ;
- შაბათი: 10:00-14:00 სთ (დისტანციურად).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის უნარი, სასურველია Apex-ის ცოდნა (არ არის სავალდებულო უზრუნველყოფილია ადგილზე სწავლება);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება და დამუშავება Apex-ის პროგრამაში, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და აქტივაცია rs.ge-ზე;
- საქონლის შიდა გადაადგილებების ასახვა Apex-ის პროგრამაში, შესაბამისი ზედნადებების გამოწერა და აქტივაცია rs.ge-ზე;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის სისწორისა და სისრულის კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.
განაცხადის წარდგენა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
info@gts-group.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ოპერატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
