ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
"აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების შემგროვებლის (ფიქერი) პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- ონლაინ მიღებული შეკვეთების შეგროვება;
- შეკვეთების დროული ჩაბარება;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი შეგროვების პროცესში;
- გუნდთან თანამშრომლობა;
გთავაზობთ:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- ბონუსი
- სწავლის დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კვებაზე ფასდაკლება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@agrohub.ge.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს! დაგვიკავშირდი ნომრებზე: +995 591 04 26 26.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07; მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება`
** შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით." "კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
