რონიკო
გაყიდვებიონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-საათამდე, სრული განაკვეთი
- ბენეფიტები
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს · მუშაობას განვითარებად და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში · პროფესიულ ტრენინგს
სრული აღწერა
კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც შემოგვიერთდება და აქტიურად ჩაერთვება ონლაინ მაღაზიის ყოველდღიურ მართვასა და განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის ვიზუალური მასალის მომზადება და დამუშავება;
- საიტზე ახალი პროდუქტების განთავსება და არსებული პროდუქციის ინფორმაციის განახლება;
- ონლაინ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
- მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- ონლაინ შეკვეთების მიღება/დამუშავება და კოორდინაცია.
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, PowerPoint, Outlook);
- სასურველია, ვიზუალური მასალის შექმნის/დამუშავების პროგრამების ცოდნა (Canva, Adobe Photoshop);
- დროის სწორად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
- ონლაინ გაყიდვების ან ელექტრონული კომერციის (e-commerce) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მუშაობას განვითარებად და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში;
- პროფესიულ ტრენინგს;
- განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებადი სწავლების და სტაჟირების პერიოდს;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
- Roniko-ს პროდუქციისა და ბრენდების შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-საათამდე, სრული განაკვეთი.
თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ორგანიზებული, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შემოუერთდი რონიკოს გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
