ვიტამინი
გაყიდვებიონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
გამოქვეყნდა 18 სექბოლო ვადა: 17 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 300+ ₾
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 11ბ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ (10:00–18:00), შაბათი (10:00–14:00), კვირა — დასვენება
სრული აღწერა
კომპანია „ჰეფი ფეთი“(შპს „ვიტამინი“) — შინაური ცხოველების საკვების, აქსესუარების, მოვლის საშუალებებისა და ვეტერინარული პროდუქციის სადისტრიბუციო
კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 11ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი (10:00–18:00), შაბათი (10:00–14:00), კვირა — დასვენება.
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ არხებში შემოსულ შეტყობინებებსა და ზარებზე პასუხი.
- მომხმარებლის საჭიროების გარკვევა, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და კომუნიკაციის წარმატებულ გაყიდვამდე მიყვანა.
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა.
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- აუცილებელი მოთხოვნა: ზოომაღაზიაში ან ზოოპროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- შინაური ცხოველებისა და ზოოპროდუქციის მიმართულების კარგი ცოდნა.
- გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი.
- სოციალურ ქსელებთან და კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობა.
- ორგანიზებულობა და მომხმარებელთან კეთილგანწყობილი, პროფესიონალური დამოკიდებულება.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600–700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900–2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ შეტყობინებებს არ უპასუხებს — მნიშვნელოვანია შეგეძლოთ მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება და გაყიდვის წარმატებით დასრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: happypetge@gmail.com (ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „ონლაინ გაყიდვების თანამშრომელი“
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1300 (+ ბონუსი 600 - 700 )
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600–700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900–2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც. ფიქსირებული ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან. ბონუსის საშუალო ოდენობა დაახლოებით 600–700 ლარია თვეში (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1900–2000 ლარი). ბონუსი დამოკიდებულია შედეგზე და შესაძლებელია იყოს უფრო მაღალიც.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
