ენსო ჯგუფიონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
- მისამართი
- თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. №4
სრული აღწერა
03-10-2026 - 03-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
კამკამა | Enso Group
კომპანია „ენსო ჯგუფი“ მუშაობს წყლის ფილტრაციისა და სატუმბი სისტემების მიმართულებით და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს.
კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემების ინტერნეტ-მაღაზია kamkama.ge.
„ენსო ჯგუფში“ მუშაობა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განავითაროთ პროფესიული უნარები.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: ensogroup.ge
ენსო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
გვესაჭიროება ორგანიზებული და სწავლის სურვილის მქონე თანამშრომელი, რომელიც კომპანიის ასორტიმენტის შესწავლის შემდეგ ჩაერთვება სატელეფონო და ონლაინ არხებით შემოსული მოთხოვნების დამუშავებაში და დაეხმარება მომხმარებლებს წყლის ფილტრაციის სისტემების შერჩევაში.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ასორტიმენტის ძირითადი მახასიათებლების შესწავლა;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მომხმარებლის კონსულტაცია;
- მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- შეკვეთების გატარება და ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია;
- მარაგების კონტროლი და პროდუქციის შეკვეთა მომწოდებლებთან.
სავალდებულო მოთხოვნები
- კომპიუტერთან და ონლაინ კომუნიკაციის არხებთან მუშაობის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა;
- ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი 200-600 ლარი;
- სამუშაო რეჟიმი: ოფისიდან, შესაძლოა ჰიბრიდული და დისტანციური;
- სამუშაო დრო: 09:00-18:00-მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. №4.
სოციალური პაკეტი
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ლანჩით უზრუნველყოფა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობის შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში;
- კორპორატიული ნომერი;
- პარკინგი.
რას გთავაზობთ
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პროგრამებისა და ინსტრუმენტების ეტაპობრივად შესწავლის შესაძლებლობას;
- თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებთან, მათ შორის Microsoft 365-ისა და CRM პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
- პროფესიული უნარების ეტაპობრივ განვითარებას როგორც ტექნიკური, ისე მენეჯერული მიმართულებით;
- პასუხისმგებლობისა და კომპეტენციების ზრდასთან ერთად ფუნქციისა და ანაზღაურების გადახედვის შესაძლებლობას.
თანაბარი შესაძლებლობები
„ენსო ჯგუფი“ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ვაკანსიის გამოცხადების, კანდიდატების შერჩევისა და შრომითი ურთიერთობის ყველა ეტაპზე.
კანდიდატებთან და დასაქმებულებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების, პროფესიული უნარებისა და სამუშაოსთან დაკავშირებული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.
კომპანიაში დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საქართველოს კანონმდებლობით დაცული ნიშნით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ენსო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას წყლის ფილტრაციის სისტემების ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
ვაკანსია შეიძლება საინტერესო იყოს კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ან სურთ პროფესიული განვითარება შემდეგი მიმართულებებით: ქოლ-ცენტრის ოპერატორი, დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, ტექნიკური მენეჯერი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი: ოფისიდან, შესაძლოა ჰიბრიდული და დისტანციური;
- ოფისის მდებარეობა: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
