Bright Academy
სამედიცინოოკუპაციური თერაპევტი
გამოქვეყნდა 3 ოქტბოლო ვადა: 3 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრულ (40 სთ - კვირაში) ან ნახევარ განაკვეთზე (20 სთ - კვირაში)
- ბენეფიტები
- პროფესიულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობას
სრული აღწერა
ბავშვთა განვითრების ცენტრი ბრაით აკადემი - "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაო დატვირთვა: სრული და არასრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი, ასევე, განიხილება IV (დამამთავრებელი) კურსის სტუდენტის პოზიციაც, სუპერვიზიის ფარგლებში, რომელსაც უნდა ჰქონდეს პედიატრიის მიმართულებით ყველა საგანი ჩაბარებული (მიღებული კრედიტი).
ძირითადი მოვალეობები:
- სენსორული ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა;
- ფუნქციური უნარების განვითარებაზე მუშაობა;
- ყოველდღიური ცხოვრების უნარების განვითარებისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;
- განსაზღვრული ინდივიდუალური თერაპიული მიზნების შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვა;
- მშობლებთან თანამშრომლობა და რეკომენდაციების მიწოდება;
- მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა;
- ჩატარებული სესიებისა და ბავშვის პროგრესის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ოკუპაციური თერაპევტის შესაბამისი განათლება;
- ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ბავშვთა განვითარების თავისებურებებისა და განვითარების დარღვევების შესახებ ცოდნა;
- განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- სენსორული ინტეგრაციისა და სენსორული გადამუშავების საფუძვლების ცოდნა;
- ფუნქციური და ყოველდღიური ცხოვრების უნარების განვითარების მეთოდების ცოდნა;
- ბავშვის ინდივიდუალური თერაპიული მიზნების განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
- სრულ (40 სთ - კვირაში) ან ნახევარ განაკვეთზე (20 სთ - კვირაში);
- საბურთალოს და დიღმის ფილიალში;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობას;
საჭირო თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბავშვის განვითარების თერაპიულ პროცესში და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში
მონაწილეობის მიღება
- სამუშაო პროცესის წარმართვაში ჩართვა
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
- უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
- კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო
- კონკურენტული ანაზღაურება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@brightacademy.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 3 ნოემბერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
