ოქროს შემფასებელი
- ქალაქი
- ზუგდიდი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00(ორი შაბათი თვეში)
- მთავარი მოთხოვნა
- ძვირფასი ლითონების შემფასებლად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
სრული აღწერა
20-10-2026 - 21-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სტანდარტ ფინანსი“ აცხადებს ვაკანსიას ოქროს ლომბარდის ექსპერტ–შემფასებელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00(ორი შაბათი თვეში);
ძირითადი ფუნქციები:
- ძვირფასი ლითონის (ოქროს) შეფასება, მიღება;
- სალომბარდე სესხის გაცემა/დაფარვა.
- სესხის გაცემა /მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმება და მონიტორინგი.
- სალარო ოპერაციების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ძვირფასი ლითონების და მათი სინჯების ცნობა (სასურველია ძვირფასი თვლების ცნობაც).
- აუცილებელია ძვირფასი ლითონების შემფასებლად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
- ოქროსა და ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი. (სასურველია)
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტური კომუნიკაცია.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200-1400 ლარი + ბონუსი (250-400ლარი დარიცხული)
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი" არის სწრაფად განვითარებადი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერაზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ საკრედიტო პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგებზე, განვითარებაზე და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნაზე.
მიმდინარედ, შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი" აცხადებს ვაკანსიას ოქროს შემფასებლის პოზიციაზე.
დეტალებზე გასაცნობად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ლინკს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

