ოჯახის ექიმის ასისტენტი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 25 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ოჯახის ექიმის ასისტენტის ვაკანსია დაგაინტერესებს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
შაბათი მონაცვლეობით 10:00 -14:00 სთ.
შენი, როგორც ოჯახის ექიმის ასისტენტის მთავარი ფუნქციები იქნება:
- პაციენტებთან მუშაობის გეგმის, პირველადი გასინჯვების და ასიმპტომური დაავადებების სკრინინგით გათვალისწინებული ვიზიტების გრაფიკის შედგენა;
- სამედიცინო (ფორმა 100, შრომის უუნარობის ფურცელი, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია, ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ სისტემაში;
- სამედიცინო ჩანაწერების წარმოება (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ)
- კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაცია-კოორდინირების უზრუნველყოფა, პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში;
- ელექტროკარდიოგრამის გადაღება და სხვა მარტივი სამედიცინო მანიპულაციების შესრულება;
- პროვაიდერი სადაზღვეო კომპანიის პროგრამაში მუშაობა- საგარანტიო წერილების შექმნა, გადაგზავნა საჭიროებისამებრ;
- მოთხოვნისამებრ პაციენტებთან ზარების განხორციელება, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების გადაგზავნა ელ. ფოსტაზე;
- ამბულატორიული ბარათის მატერიალური ფორმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება - დახარისხება.
გამოგვეხმაურე,თუ:
- გაქვს სამედიცინო მიმართულებით უმაღლესი განათლება;
- იცი ინგლისური ენა;
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხიმგებლიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
- ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
•
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ოჯახის ექიმის ასისტენტი თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

