ოჯახის ექიმის ასისტენტი
- ანაზღაურება
- 750 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:40-18:00; ყოველ მეორე შაბათს 10:00-14:00
- ბენეფიტები
- · საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს · · კარიერული განვითარების შესაძლებლობას · · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
ჩვენ შესახებ:
სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:40-18:00; ყოველ მეორე შაბათს 10:00-14:00
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 750 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
· საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
· კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
· საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
· ოჯახის ექიმის ასისტირება პაციენტის მიღებასა და მკურნალობაში;
· სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
· ინფორმაციის პროგრამულად ასახვა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
· უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
· MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ირაო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ოჯახის ექიმის ასისტენტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

