ოჯახის ექიმი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- მთავარი მოთხოვნა
- შესაბამის სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატი
სრული აღწერა
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე ევექსი ლაბისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- შიდა პროტოკოლების, ინსტუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
- პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
- პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
- პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- სავალდებულოა შესაბამის სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატი;
- ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: cv@evex.ge
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



