ოჯახის ექიმი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 36 საათი
სრული აღწერა
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· პაციენტების მიღება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოჯახის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში: სრულყოფილი ანამნეზის შეკრება, ფიზიკური გასინჯვა, პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შეფასება ჰოლისტური მიდგომის გათვალისწინებით, პრობლემის/დიაგნოზის ფორმულირება, სამუშაო გეგმის შედგენა, პარაკლინიკური გამოკვლევების და რეფერალის დაგეგმვა და ორგანიზება, პრევენციული, სამკურნალო, სარეაბილიტაციო რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მეთვალყურეობა.
· სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ძირითადად, ელექტრონულ ფორმატში და სათანადო მონაცემების შეყვანა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემასა და სხვა მონაცემთა ბაზებში;
· სამედიცინო (ფორმა №IV-100/ა, საავადმყოფო ფურცელი, სხვადასხვა ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
· პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება;
· პაციენტთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება, მათ შორის, მკურნალობის შედეგების მონიტორინგი, პაციენტების ხანგრძლივი მეთვალყურეობა, აქტიური მოკითხვა;
· სადაზღვევო ფინანსური დოკუმენტაციის გაცემისას სადაზღვევო პოლისის პირობების დაცვა;
· პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაციის კოორდინირების უზრუნველყოფა,;
· ელექტროკარდიოგრამის გადაღება/ინტერპრეტაცია და სხვა სამედიცინო მანიპულაციების შესრულება;
· კლინიკის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან კოლეგიალური ურთიერთობა;
· სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა;
· ფარმაცევტულ თუ სხვა ინდუსტრიასთან ურთიერთობისას კლინიკის შიდა პოლიტიკის დაცვა;
· კლინიკის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“. გამონაკლისის სახით დასაშვებია სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში „შინაგანი მედიცინა“.
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ცოდნა, უნარები:
· ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა სამედიცინო ლიტერატურის კითხვის დონეზე);
· საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
· გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
· დროის მენეჯმენტი;
· კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა;
· ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 36 სამუშაო საათი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ზ.ანჯაფარიძის 1 შეს. #3
ისანი, არტურ ლაისტის ქუჩა #1
გლდანი, მ. ნოზაძის #12
შერჩევის ეტაპები:
· მიღებული რეზიუმეების ანალიზი და წინასწარი შერჩევა;
· ინდივიდუალური გასაუბრება;
· ტესტირება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
· პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
· ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: www.facebook.com — ბმულის გახსნა
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"რეიმანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოჯახის ექიმი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


