ფიზიკური პირი
მომსახურებაოჯახის დამხმარე / ძიძა
გამოქვეყნდა 10 ოქტბოლო ვადა: 10 ნოე
- ანაზღაურება
- 1 800–2 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ავლაბარი
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები და დაწყების დრო შეთანხმებით; დასრულება - დაახლოებით 19:00 საათზე
სრული აღწერა
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ადამიანს - ოჯახის დამხმარეს / ძიძას, რომელიც დაგვეხმარება 5 წლის ლუკაზე ზრუნვაში, მის ყოველდღიურ გადაადგილებასა და საოჯახო საქმეებში.
ძირითადი მოვალეობები:
- ლუკას პრესქულში წაყვანა და სახლში დაბრუნება;
- ბავშვის სხვადასხვა აქტივობაზე წაყვანა-წამოყვანა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;
- პრესქულიდან ან აქტივობებიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვთან ყოფნა, მასზე ზრუნვა და ასაკის შესაბამისი თამაშებით დაკავება მშობლის დაბრუნებამდე - დაახლოებით 19:00 საათამდე;
- ბავშვის პრესქულში ყოფნის პერიოდში სახლის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება, ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში დახმარება და საჭიროებისამებრ მცირე საყიდლების გაკეთება;
- ბავშვთან ყოფნის დროს მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება და მასზე ყურადღებით ზრუნვაა. საოჯახო საქმეების კონკრეტული ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმდება.
სასურველია:
- ბავშვებთან ურთიერთობისა და ოჯახში მუშაობის გამოცდილება;
- პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა და თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება;
- წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია;
- საკუთარი ავტომობილი და უსაფრთხო მართვის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი;
- სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები და დაწყების დრო შეთანხმებით; დასრულება - დაახლოებით 19:00 საათზე;
- ანაზღაურება: 1800-2000 ლარი კვალიფიკაციიდან და გამოცილდებიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკისა და მოვალეობების გათვალისწინებით.
- საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში გადაადგილების ხარჯების დაფარვა ცალკე შეთანხმდება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ nino.japiashvili@gmail.com და მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ასევე მიუთითეთ, გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
