კომპანია
მომსახურებაოჯახის დამხმარე/დიასახლისი
გამოქვეყნდა 6 ოქტბოლო ვადა: 6 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, ვაკე
სრული აღწერა
ვაკანსია: ოჯახის დამხმარე/დიასახლისი
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი - გამოცდილებისა და სამუშაო პირობებზე შეთანხმების შესაბამისად.
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით; ძირითადი სამუშაო საათები — 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
გამოცდილება და აუცილებელი უნარები:
- გამოცდილება ოჯახის დამხმარედ.
- საჭმლის მომზადება: ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. საკვების მომზადების ტექნიკის ცოდნა. პროდუქტების დახარისხებისა და სწორად გამოყენების უნარი. რეცეპტის არცოდნის შემთხვევაში ინტერნეტით მოძიების უნარი.
- დალაგება: ხარისხიანად და აკურატულად დალაგების უნარი. სისუფთავის შენარჩუნების უნარი.
- დროის მართვა: აუცილებელია დისციპლინირებული მიდგომა. დროის სწორად განაწილების უნარი, რომ ყველა დავალება ეფექტურად და დროულად შესრულდეს.
- სარეცხის მართვა: სარეცხის სწორად გარეცხვა და მოვლა, ქსოვილების სპეციფიკაციების ცოდნა.
- ტექნიკური კომპეტენტურობა: საოჯახო ტექნიკის გამოყენების ცოდნა ან სურვილი სწრაფად შესწავლის. კანდიდატს უნდა შეეძლოს ტექნიკის ინსტრუქციების მოძიება და სწორი გამოყენება.
- სხვა სახლის მოვლასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურად გადაჭრის უნარი, როგორებიცაა: ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში ხელოსნის გამოძახება, გამოყენებადი ნივთების მარაგების კონტროლი და სხვა.
პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლიანობა, ენერგიულობა, სანდოობა, ყურადღება დეტალების მიმართ, კომუნიკაციის კარგი უნარები და პოზიტიური განწყობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: paresumes2023@gmail.com ან შეავსეთ ვაკანსიის ფორმა: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
