ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 3 000+ ₾
- მისამართი
- თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, 09:30-18:30 სთ
სრული აღწერა
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიგრაფიული საწარმო Bizarre , აცხადებს ვაკანსიას - ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე
განიხილებიან, როგორც გამოცდილი, ისე გამოცდილების არ მქონე კანდიდატები.
კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას შეგასწავლოთ ახალი სფერო, შეიქმნათ წარმატებული კარიერა პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:30-18:30 სთ
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
ანაზღაურება: გამოცდილების შემთხვევაში 3000 ლარი ( NET) + ბონუსი, გამოუცდელი კანდიდატების შემთხვევაში ანაზღაურება განიხილება იდივიდუალურად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბაზისო ცოდნა ტექნიკური/მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების შესახებ;
- მარტივი მოწყობილობების და ინსტრუმენტების სამომხმარებლო დონეზე გამოყენების შესაძლებლობა ( ჩართვა/გამორთვა,რეგულირება);
- ფერთა ტონალობების, ინტენსივობისა და მცირე ვიზუალური განსხვავებების მარტივად გარჩევის შესაძლებლობა;
- უპირატესობად ჩაითვლება საწარმოო დანადგარებთან (CNC, შესაფუთი, საჭრელი, საბეჭდი და სხვა) მუშაობის გამოცდილება ან მათი ფუნქციონირების საბაზისო ცოდნა;
- საბაზისო ცოდნა უსაფრთხოების წესების და ძირითადი რისკების შესახებ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბეჭდვის პროცესის წარმოების სტანდარტებისა და შეკვეთების შესაბამისად შესრულება;
- მიღებული დავალების შესაბამისად დანადგარზე საბეჭდი პარამეტრების სწორად დაყენება;
- მიღებული შეკვეთის შესაბამისად ბეჭდვისთვის სწორი ქაღალდის და საღებავის შერჩევა;
- ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი და დაბეჭდილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- დანადგარის რეგულარული მოვლა;
- ყოველდღიური სამუშაო მიმდინარეობის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
პიროვნული უნარები:
- ტექნიკური აზროვნება;
- ვიზუალური დეფექტების მარტივად გარჩევის უნარი;
- ტექნიკური ინსტრუქციების სწორად გაგების და შესრულების უნარი;
- პუნქტუალურობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- სწრაფი ადაპტაციის და ათვისების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 3000 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
