ოფისის მენეჯერი, მძღოლი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია შპს "ალტა ფარმა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
- ოფისის მენეჯერი
მოთხოვნები:
დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის მართვა:
- შემოსული და გასული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა საბუთების წარმოება, რეგისტრაცია და არქივირება.
- საკანცელარიო ნივთების, საოფისე ტექნიკისა და სხვა საჭირო მარაგების შეკვეთა, აღრიცხვა და განახლება.
- ინფორმაციის გადაცემა, თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგი და ოფისში ეთიკის ნორმების დაცვა.
- შიდა თათბირების, პრეზენტაციებისა და ხელმძღვანელის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება.
- ოფისში შემოსული ზარების მიღება, გადამისამართება და სტუმრების/კლიენტების მიღება-დახვედრა.
- რუსული ენის ცოდნა სასურველია.
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
ძირითადი ფუნქციური ჯგუფები:
- მენეჯმენტი
- ადმინისტრაციული
- ეკონომიკური
- საკონტროლო
- ანგარიშგება
მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებები:
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- მძღოლი
ტრანსპორტირება და გადაადგილება:
- კომპანიის ხელმძღვანელობის, თანამშრომლებისა და სტუმრების (მათ შორის, უცხოელი პარტნიორების) უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის უზრუნველყოფა.
- თანამშრომლების დროული მიყვანა საქმიან შეხვედრებზე, აეროპორტში დახვედრება ან გაცილება.
- ოპტიმალური, უსაფრთხო და საცობებისგან თავისუფალი მარშრუტების შერჩევა დროის დაზოგვის მიზნით.
ლოგისტიკა და დოკუმენტაცია:
კურიერული დავალებები:
- მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, ამანათების, საბანკო საბუთებისა და ოფისისთვის საჭირო პროდუქტების/ინვენტარის დროული მიტანა და ადრესატისთვის ჩაბარება.
- კონფიდენციალურობის დაცვა: მგზავრობისას მოსმენილი საქმიანი ინფორმაციისა და გადატანილი დოკუმენტების სრული კონფიდენციალურობის შენარჩუნება.
- ავტომობილის მოვლა-პატრონობა, ტექნიკური გამართულობა: ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი (ზეთის, მუხრუჭების, საბურავების შემოწმება), გეგმიური სერვისისა და ტექინსპექტირების დროულად გავლა.
- სისუფთავე: სატრანსპორტო საშუალების როგორც გარე, ისე შიდა სალონის იდეალური სისუფთავის შენარჩუნება.
საწვავის და ხარჯების კონტროლი:
- საწვავის ლიმიტების გონივრული გამოყენება და ხარჯების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების (ჩეკების) წარდგენა ბუღალტერიაში.
- მართვის მოწმობა B/C კატეგორია;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: ttvali787@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
