ტექნეტი
ადმინისტრაციაოფისის მენეჯერი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი - შაბათი 09:30 - 19:00
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ხელმძღვანელის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- შეხვედრების ორგანიზება და კალენდრის მართვა;
- ოფიციალური დოკუმენტაციისა და საქმიანი კორესპონდენციის მომზადება ქართულ ენაზე;
- პარტნიორებთან და გარე ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება (მაგ.: დაზღვევის გაკეთება როგორც ავტომობილებზე აგრეთვე, თანამშრომლებისთვის სადაზრვევო კომპანიების მოძიება; კონტროლი ვადის გასვლამდე და კონკურენტუნარიანი ფასების მოძიება);
- ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა;
- საოფისე ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მხარდაჭერა (მაგ. ვაკანსიების დროული განთავსება);
- დოკუმენტბრუნვის მართვა და არქივის მოწესრიგება;
- ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;.
- კომპანიაში დასაქმებულების მოსვლა-წასვლის კონტროლი;
- კომპანიის ბალანსზე ავსებული ნივთების დასაქმებულებისთვის, მიღება-ჩაბარების აქტით გაცემა და დაბრუნების შემდეგ ვარგისიანობის შემოწმება და შესაბამისი დაბრუნების აქტის წარმოება;
- კომპანიის ხარჯით დასაქმებულებისათვის ტაქსის გამოძახება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ადმინისტრატორად, ოფის-მენეჯერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- MS Office პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, სამუშაო დონეზე, როგორც წერილობით, ისე კომუნიკაცია.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 09:30 - 19:00
- ადგილმდებარეობა: თბილისი
- ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებული კანდიდატებისთვის:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: m.zerekidze@technet.ge და სათაურში მიუთითეთ: "ოფისი-მენეჯერი"
გისურვებთ წარმატებას.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
