ოფისის მენეჯერი
გამოქვეყნდა 19 ნოებოლო ვადა: 19 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
- სამუშაო გრაფიკი
- 9-18სთ
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია "NOVATOR PHARMA" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24
სამუშაო საათები: 9-18სთ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
- დამატებით აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის სამუშაო პირობების მართვა და უზრუნველყოფა
- კომპანიის დოკუმენტაციის ადმინისტრირება, ელექტრონული კომუნიკაციებისა და კორესპონდენციების მართვა
- ოფისის შესყიდვებისა და საჭირო ნივთებით მომარაგების უზრუნველყოფა
- ოფისის შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება
- კომპანიის ოფიციალური წერილების მიღება და შესაბამის ადრესატთან გადამისამართება
- საფოსტო გზავნილების მიღება-გაგზავნა, ფოსტასთან მუდმივი კომუნიკაცია
- სხვა ორგანიზაციული საკითხები
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობიანი;
- მოწესრიგებული;
- მოტივირებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სხარტი აზროვნების მქონე;
- დამოუკიდებლად, ისევე როგორც გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: tinatin.bakradze@novatorfarma.com. აპლიკანტებს ვთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითონ: "ოფისის მენეჯერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

