ოფისის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 300 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მისამართი
- თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
სრული აღწერა
მცირე ზომის სამკერვალო საწარმო ,,მკერავი“, რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე დანადგარებით: Mimaki, Transmatic, Brother, Roland და სხვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: უნიფორმების და სპორტული ტანსაცმლის კერვა, ტექსტილზე სუბლიმაციური ბეჭდვა, ქარგვა, შოლკოგრაფია, ეძებს გუნდის ახალ წევრს: ოფისის მენეჯერს
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება-1300 ლარი (ხელზე ასაღები)
ექვემდებარება- გენერალურ დირექტორს
ძირითადი მოვალეობები:
- შეხვედრების მართვა: შეხვედრების ორგანიზება, კალენდრის დაგეგმვა და საჭიროებისამებრ ოქმების წარმოება.
- დოკუმენტბრუნვა: სხვადასხვა ტიპის აქტების, ოფიციალური წერილების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, გაფორმება და ადმინისტრირება.
- შესყიდვების მართვა: საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო და სხვა საჭირო მასალების დროული შესყიდვის უზრუნველყოფა.
- პროდუქციის ლოჯისტიკა: დამკვეთისთვის გამზადებული პროდუქციის გაგზავნის ორგანიზება, შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, ზედნადებების) მომზადება და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება.
- კორესპონდენციის მართვა: კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილების, ზარებისა და გზავნილების მიღება, დამუშავება და გადამისამართება.
- ადმინისტრაციული მხარდაჭერა: პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mkeravi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 2026.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს ,,მკერავი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mkeravi.com
გისურვებთ წარმატებებს.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
