ოფისის მენეჯერი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 26 დეკ
- ანაზღაურება
- 900 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება ოფის-მენეჯერი ბათუმში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
- სასურველია ინგლისური ან/და გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ოპერატორის, ადმინისტრატორის, ან ბუღალტერიის სფეროში;
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00;
- გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
- ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
- მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება;
- ყოველდღიური რეპორტების და საბუთების წარმოება;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) დაარქივება და სათაო ოფისში გაგზავნა;
- სასაწყობე პროგრამებით მაღაზიის მარაგების მართვა;
- მიმდინარე საკითხების მოგვარება.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
- ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მოწესრიგებული;
- თავაზიანი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@wurth.com.ge მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: 224 36 30.
CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
