ოფისის მენეჯერი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- 800 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-19:00
სრული აღწერა
"Drink Joy" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
რას გააკეთებ:
თანამშრომლების ადმინისტრირება:
- გააკონტროლებ თანამშრომლების სამუშაო განრიგს — მოსვლის, წასვლის, შესვენების, შვებულების, Day Off-ისა და გაცდენის აღრიცხვას;
- მიიღებ შვებულებისა და გაცდენის მოთხოვნებს, გააკონტროლებ შესაბამისი ფორმების შევსებას და თვის ბოლოს მოამზადებ თანამშრომლების აქტივობის რეპორტს;
- გააკონტროლებ თანამშრომლების ხელშეკრულებებსა და მათ ვადებს;
- ახალ თანამშრომლებს გააცნობ კომპანიის შინაგანაწესსა და ძირითად ადმინისტრაციულ პროცედურებს.
ოფისის ადმინისტრირება:
- გააკონტროლებ ოფისისთვის საჭირო ყოველდღიური ნივთების მარაგს და უზრუნველყოფ მათ დროულ შეკვეთას;
- შეინახავ საოფისე შესყიდვებთან დაკავშირებულ ქვითრებსა და დოკუმენტაციას;
- ოფისში ტექნიკური ან ადმინისტრაციული საკითხის წარმოქმნის შემთხვევაში დაუკავშირდები შესაბამის პასუხისმგებელ პირს და გააკონტროლებ მის მოგვარებას.
ვის ვეძებთ:
- ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც დეტალები არ ეპარება;
- Excel / Google Sheets-ის საბაზისო ცოდნით;
- კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობის უნარით;
- წინა სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია, შეგეძლოს ორგანიზებულად მუშაობა და ახალი სისტემების სწრაფად სწავლა.
რას გთავაზობთ:
- ხელფასი: ₾800 ხელზე ასაღები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
- ნათლად განსაზღვრული და სტრუქტურირებული სამუშაო;
- მზა ფორმები და შაბლონები ძირითადი ადმინისტრაციული პროცესებისთვის;
- ადმინისტრაციული მართვის პრაქტიკული გამოცდილება.
ამ პოზიციის მთავარი ამოცანაა: თანამშრომლებთან და ოფისთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესები იყოს მოწესრიგებული და მნიშვნელოვანი ვადები — კონტროლის ქვეშ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: sales@drinkjoy.store.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
