ოფისის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 100 ₾
- მისამართი
- თბილისი, ალ. ჭავჭავაძის გამზირი 64ბ - "Redix"-ის ბიზნეს ცენტრი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, სრული განაკვეთი: 09:00-18:00, შესვენება ერთი საათი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში გამოცდებსა და შუალედურებზე იქნება ხელშეწყობა)
სრული აღწერა
"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.
"AACC" უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:
- HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
- ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
- იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორაციული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
- IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
- Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორაციული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.
კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, "სიმეტრა" და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge
"AACC"-ის პარტნიორ კომპანიაში გვაქვს ოფისის მენეჯერის ვაკანსია.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიურ გამართულ ფუნქციონირებას, ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციასა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრების ორგანიზებას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ჭავჭავაძის გამზირი 64ბ - "Redix"-ის ბიზნეს ცენტრი.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი: 09:00-18:00, შესვენება ერთი საათი (დამამთავრებელი კურსის სტუდენტის შემთხვევაში გამოცდებსა და შუალედურებზე იქნება ხელშეწყობა)
- ანაზღაურება: დასაწყისისთვის 1100 ლარი (NET).
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
- კომპანიის დირექტორთა საბჭოს (Board of Directors) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
- შეხვედრების კალენდრის მართვა, მონაწილეებთან კომუნიკაცია და შეხვედრებისთვის საჭირო სივრცისა და ტექნიკური საშუალებების მომზადება;
- კომპანიის სტუმრებისა და ვიზიტორების მიღება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
- მისაღები სივრცის (Reception Desk) ყოველდღიური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- შემომავალი სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული კორესპონდენციის მართვა;
- ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო, სამეურნეო და სხვა საოფისე ინვენტარის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება;
- ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- სასურველია ოფისის მენეჯერის, ადმინისტრაციული ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და/ან პრაქტიკა.
- საოფისე პროგრამების (MS Office, Outlook) კარგი ცოდნა;
- ქართული ენის გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საქმიანი კომუნიკაციისა და პროფესიული ეტიკეტის სტანდარტების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
