მედიტეკი
ადმინისტრაციაოფისის მენეჯერი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, არტურ ლაისტის ქ. 4
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ - 10:00-18:00 სთ
სრული აღწერა
შპს "მედიტეკი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
მედიტეკი წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის (ტრამვატოლოგიური/ორთოპედიული იმპლანტების) დისტრიბუტორ კომპანიას საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან და სამედიცინო დაწესებულებებს აწვდის მსოფლიოში მოწინავე მწარმოებელი კომპანიების ორთოპედიულ იმპლანტებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არტურ ლაისტის ქ. 4
პოზიცია: ოფის-მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1800 ლარი (net)
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტების/სტუმრების მიღება ოფისში და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა;
- სატელეფონო ზარების და ელფოსტის მართვა;
- ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
- საოფისე-ადმინისტრაციული ინვენტარის მარაგების უზრუნველყოფა;
- ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
- ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- შიდა დოკუმენტბრუნვის და ანგარიშგების მართვა;
- ზედნადებების ატვირთვა/გააქტიურება.
- Fina - პროგრამის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (Fina)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:
Meditekoffice@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
