ოფისის მენეჯერი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ/10:00-19:00 სთ
სრული აღწერა
არქიტექტურული და საპროექტო კომპანია "CORE" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ოფისის მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- ადმინისტრაციული პროცესებისა და საჯარო უწყებებთან (მერია, არქიტექტურის სამსახური) დოკუმენტბრუნვის მართვა;
- სოციალური ქსელების კამპანიებში ჩართულობა და კონტენტის შექმნა (მათ შორის, AI ხელსაწყოებით);
- კომპანიის საპროექტო სერვისების შესწავლა, შემოსულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება/გაყიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭება მარკეტინგის ან იურიდიულ მიმართულებას);
- მსგავს სფეროში (ადმინისტრაცია, მარკეტინგი, გაყიდვები) მუშაობის გამოცდილება;
- სოციალურ მედიასთან, AI პლატფორმებთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- საჯარო უწყებებთან (მაგ. tas.ge tas.ge) — ბმულის გახსნა ურთიერთობის გამოცდილება (სასურველია);
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- სიახლეების სწრაფად ათვისებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/10:00-19:00 სთ.
სტუდენტების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ლექციების საათები.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV: coreinvest.org.ge@gmail.com
ტელ: +995 596 84 00 01
შემოუერთდით "CORE"-ის გუნდს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
