ოფისის დიასახლისი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის N61
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 07:00-დან 16:00-მდე
სრული აღწერა
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის პოზიციაზე (www.moore-georgia.ge — ბმულის გახსნა.
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com — ბმულის გახსნა.
სამუშაო ადგილი: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის N61.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 07:00-დან 16:00-მდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
- სამზარეულოსა და საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- სველი წერტილების დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოწოდება;
- კომპანიის შიდა წესების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია დასუფთავების თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 592 01 56 60.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

