ნაწილების კონსულტანტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 31 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, პორშე ცენტრი თბილისი აცხადებს ვაკანსიას ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- სათადარიგო ნაწილების შეკვეთებთან დაკავშირებული ინვოისების ქართულ ენაზე თარგმნა;
- SAP-ის პროგრამაში ნაწილების შეკვეთების გაფორმება, სწრაფი შეკვეთების ფაილის მუდმივი მონიტორინგი და განახლება;
- შემოსული ნაწილების რეზერვირება და საწყობებში არსებული მარაგების მონიტორინგი;
- ექსპორტის ინვოისების შექმნა და ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა;
- სათადარიგო ნაწილების კატალოგის შემუშავება და განახლება;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- სიზუსტე და ინფორმაციის სწორად დამუშავების უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება ან განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია, SAP-ის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია, ავტონაწილების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თეგეტა ქარს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ნაწილების კონსულტანტი.


