ნაწილების კონსულტანტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა თრაქ ენდ ბას-ის გუნდში ნაწილების კონსულტანტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- კლიენტის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- შესყიდვის პროცესის ინიცირება/კოორდინაცია-ინვოისის მომზადება, კლიენტის სალაროსა და საწყობში გადამისამართება;
- საგარანტიო პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების/ პროდუქციის იდენტიფიცირება, ფასის დადგენა და პროდუქციის შეთავაზება);
- პროდუქციის სტენდების, ფასმანიშნებლების მოწესრიგება;
- პროდუქციის ხელმისაწვდომობის მუდმივი უზრუნველყოფა- პროდუქციის მარაგების კონტროლი და დეფიციტიურ პროდუქციაზე შეკვეთის დროული ორგანიზება;
- შესყიდვის პროცედურის პროგრმული ასახვა (SAP);
- საწყობის ნაშთის კონტროლი ყოველდღიური/ ყოველთვიური;
- საწყობის მარაგების შევსება: შეკვეთის განხორციელება;
- მომხმარებლისთვის სერვისის მომსახურების განაცხადის გახსნა და დახურვა;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ;
- საცალო ვაჭრობის ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების პროცესის, მომხმარებელთა მომსახურებისა და პროდუქციის შეთავაზების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი; SAP-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მარაგების კონტროლის, შეკვეთების კოორდინაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის უნარი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" აცხადებს ვაკანსიას ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

