მზარეულის დამხმარე (Commis)
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 21 ნოე
- ანაზღაურება
- 1 400–2 000 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, ვაკე, თაქთაქიშვილის ქ. 12
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
სრული აღწერა
BLEND RESTAURANT — საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული რესტორანი, სადაც ერთმანეთს ერწყმის მრავალფეროვანი კულინარია, გამორჩეული მომსახურება და სტუმართმოყვარეობის თანამედროვე კულტურა.
ჩვენ გვჯერა, რომ განსაკუთრებული გამოცდილება ძლიერი გუნდისგან იწყება. სწორედ ამიტომ, ვქმნით პროფესიულ გარემოს, სადაც ფასდება ხარისხი, გუნდურობა, განვითარება და საქმისადმი ერთგულება. გუნდის მუდმივი ზრდა გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს თანამშრომლებს შევთავაზოთ პროფესიული განვითარების პერსპექტივა, სტაბილური სამუშაო პირობები და საერთო წარმატებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
შემოუერთდით BLEND RESTAURANT-ის გუნდს და გახდით გარემოს ნაწილი, სადაც პროფესიონალიზმი, განვითარება და გამორჩეული გამოცდილების შექმნა ერთიანდება.
მოვალეობები:
- მზარეულის დამხმარე პასუხისმგებელია ინგრედიენტების წინასწარ მომზადებაზე, სამზარეულოს განყოფილების შეუფერხებელ მუშაობაში მონაწილეობასა და მომსახურების პროცესში გუნდის მხარდაჭერაზე.
- ინგრედიენტებისა და პროდუქტების წინასწარ მომზადება, დადგენილი მოსამზადებელი სიის შესაბამისად;
- მარტივი კერძებისა და პროდუქტების მომზადება უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობით;
- ყველა პროდუქტის სათანადო მარკირება, თარიღის მითითება და FIFO პრინციპის დაცვა;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის შენარჩუნება
- სამზარეულოს შიდა წესების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვა.
მოთხოვნები:
- სამზარეულოში მუშაობის საბაზისო გამოცდილება ან კულინარიული განათლება;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისუფთავისა და ორგანიზებულობის დაცვა;
- სამზარეულოს დადგენილი სტანდარტებისა და ინსტრუქციების შესრულების მზაობა.
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პირობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- უფასო კვება სამუშაო საათებში;
- ტრანსპორტირება.
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მზარეული, მცხობელი, დამხმარე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

