მზარეულის დამხმარე
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- თბილისი
სრული აღწერა
betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
- შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- განახორციელოს ჩაისა და ყავის ხარისხიანი სერვისი სტუმრებთან და მენეჯმენტთან;
- იზრუნოს როგორც შეხვედრების, ასევე სამზარეულოს ტერიტორიის მუდმივ წესრიგზე;
- კომპანიის მიერ გამოყოფილი უნიფორმის ტარება სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში;
- უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაო პირობები:
- ხუთი სამუშაო დღე კვირაში.
- სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
- ადგილმდებარეობა - თბილისი
- ანაზღაურება: 1500 ლარი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
- კვება;
- პარკინგი;
- ბონუსი;
- კორპორატიული დაზღვევა;
- პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 სექტემბერი, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს თანამდებობაზე.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
