Alfredo
მომსახურებამზარეულის დამხმარე
გამოქვეყნდა 1 ოქტბოლო ვადა: 1 ნოე
- ანაზღაურება
- 1 300–2 500 ₾ / თვე
- ბენეფიტები
- 1, 300-2, 500 ₾ თვეში · ჯანმრთელობის დაზღვევა · უფასო კვება სამუშაო საათებში
სრული აღწერა
იტალიური რესტორანი "Alfredo" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს სამზარეულოს გუნდისთვის.
თუ გიყვარს სამზარეულო, გინდა ახალი უნარების სწავლა და პროფესიულად განვითარება, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება: 1, 300-2, 500 ₾ თვეში
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- უფასო კვება სამუშაო საათებში;
- ტრანსპორტირება
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
ფუნქცია მოვალეობები:
- პროდუქტების მომზადება, დაჭრა და შეფ-მზარეულისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
- შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
- სამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
- პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
- სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
- საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;
- შეფ-მზარეულისა და გუნდის სხვა წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება სამზარეულოში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- მონდომება და სწავლის სურვილი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- ენები: ქართული, ინგლისური (საბაზისო დონე)
საკონტაქტო ინფორმაცია, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე სახელწოდებით "მზარეულის დამხმარე": hr@alfredo-trattoria.com
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის. შერჩევის პროცესი ეფუძნება მხოლოდ პროფესიულ კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და კომპეტენციებს. დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა დაუშვებელია.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
