SUNRISE HOSPITALITY (ALFREDO)მზარეული/მზარეულის დამხმარე
გამოქვეყნდა 8 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- 1 300–2 500 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, ვაკე, ი.აბაშიძის ქ. 31
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
სრული აღწერა
,,Alfredo" & ,,Blend" ორი განსხვავებული რესტორანი აცხადებს მზარეულის და მზარეულის დამხმარის ვაკანსიას.
,,Alfredo" & ,,Blend" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორი განსხვავებული რესტორანი, რომლებიც აერთიანებს იტალიური და თანამედროვე ევროპული სამზარეულოს მიმართულებებს. მაღალი ხარისხის პროდუქტი, პროფესიული მომსახურება და თანამედროვე კულინარიული მიდგომები ჩვენი მთავარი პრინციპებია. ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიებს სამზარეულოს მიმართულებით და ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს გუნდში გასაწევრიანებლად.თუ გიყვარს სამზარეულო, გინდა ახალი უნარების სწავლა და პროფესიულად განვითარება, შეოუერთდი ჩვენს გუნდს!
მოვალეობები:
- პროდუქტების მომზადება, დაჭრა და შეფ-მზარეულისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
- შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
- სამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
- პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
- სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
- საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;
- შეფ-მზარეულისა და გუნდის სხვა წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება სამზარეულოში.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მონდომება და სწავლის სურვილი.
პირობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- უფასო კვება სამუშაო საათებში;
- ტრანსპორტირება.
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მზარეული, მცხობელი, დამხმარე
- სტაჟირება
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
