მზარეული
- მისამართი
- თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს · მაღალი ხარისხის იტალიურ ინგრედიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას · პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას
სრული აღწერა
ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას : მზარეული
ლა პანეტერია — იტალიური საცხობი და კაფე-რესტორანი ლისის ტბის მიმდებარედ, ეძებს გუნდის ახალ წევრს!
ჩვენი კონცეფცია ეფუძნება ნამდვილ იტალიურ გასტრონომიას, ხარისხიან ინგრედიენტებსა და ტრადიციულ რეცეპტებს.
ლა პანეტერია არის იტალიური პრემიუმ ფქვილის მწარმოებლის, Molino Pasini-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ჩვენ ასევე პირდაპირ იტალიიდან შემოგვაქვს მაღალი ხარისხის ინგრედიენტები — ზეითუნის ზეთი, სან-მარცანოს პომიდორი, და სხვა პროდუქტები, რომლებითაც ვქმნით ჩვენს მენიუს.
ძირითადი მოვალეობები:
- იტალიური კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად
- პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლი
- სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება
- გუნდური მუშაობის უნარი
- იტალიური სამზარეულოს მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- მაღალი ხარისხის იტალიურ ინგრედიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას
- პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას
- სტაბილურ ანაზღაურებას და გრძელვადიან თანამშრომლობას
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: mariam@la-panetteria.com
შემოუერთდი ლა პანეტერიას გუნდს და განავითარე შენი პროფესია იტალიურ გასტრონომიასთან ერთად!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
