მზარეული
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა
- სამუშაო გრაფიკი
- 5/2 9 საათი (დილა, შუადღე, საღამო)
- ბენეფიტები
- ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა · 30% -იან ფასდაკლებას ჩვენს სრულ ასორტიმენტზე · უფასო კვება სამუშაო საათებში
სრული აღწერა
ჯანსაღი კვების მიმართულებით მომუშავე კომპანია, რომელიც ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს და აქტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, დაბალანსებული და გემრიელი კვება, რისთვისაც ყოველდღიურად ვზრუნავთ.
გუნდის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ ახალ მზარეულებს, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს მიზნებს და მზად იქნებიან პროფესიული განვითარებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ისე პასუხისმგებლობა, საქმისადმი სიყვარული და სწავლის სურვილი. განვიხილავთ როგორც გამოცდილ მზარეულებს, ასევე დამწყებ კანდიდატებს, რომლებსაც კულინარიის სფეროში განვითარება სურთ. მზად ვართ, მოტივირებულ და მონდომებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ პროფესია და გაიზარდონ ჩვენს გუნდთან ერთად.
ფუნქცია მოვალეობები:
- პროდუქტების მომზადება, დაჭრა და საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
- კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა
- სამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
- პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
- სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
- საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;
- მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადება
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (განიხილებიან დამწყები მზარეულები)
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტი
- ინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების ზუსტად შესრულების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა
- 30% -იან ფასდაკლებას ჩვენს სრულ ასორტიმენტზე
- უფასო კვება სამუშაო საათებში
- ტრანსპორტირება ღამის საათებში
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
სამუშაო გრაფიკი: 5/2 9 საათი (დილა, შუადღე, საღამო)
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: murvanidzenuca@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
