ცაზე
მომსახურებამზარეული
გამოქვეყნდა 29 სექბოლო ვადა: 29 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 5/2 · 9 საათიანი ცვლა
სრული აღწერა
რესტორანი "ცაზე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და საქმისადმი სიყვარულით გამორჩეულ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ლოკაცია: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა
- სამზარეულოს ინვენტარის და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა
- პროდუქტის სწორად შენახვა და მარაგების კონტროლი
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია
- შეფის მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
- დროის მართვის უნარი და სწრაფ ტემპში მუშაობის გამოცდილება
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 5/2
- სამუშაო საათები: 9 საათიანი ცვლა
- სტაბილური ანაზღაურება (განიხილება გასაუბრების ეტაპზე)
- პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა
- მეგობრული სამუშაო გარემო
თუ ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გიყვარს კულინარია — ეს შასაძლებლობა შენთვისაა!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hrhoreca21@gmail.com ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე სამუშაო საათებში: 555502103. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
