მზარეული
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 -18 :00 ორშ–პარ
სრული აღწერა
"აგრო უნივერსალ საქართველო" ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე.
ვაკანსია — მზარეული
კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით.
ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — მზარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლებისთვის ყოველდღიური კვების მომზადება შეთანხმებული მენიუს შესაბამისად;
- პროდუქტების მიღებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
- სამზარეულოს მარაგების საჭიროებების დროული შეტყობინება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კერძების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
- სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ძირითადი წესების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, სისუფთავე და პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
- სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18 :00 ორშაბათი-პარასკევი
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან;
- სტაბილური სამუშაო გარემო.
CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@agro-universal.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
