მზარეული
- ბენეფიტები
- პროფესიული სწავლის საშუალებას · 40 საათიან სამუშაო კვირას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
"Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze" - საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული სწავლის საშუალებას;
- 40 საათიან სამუშაო კვირას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
მოვალეობები:
- კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
- სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
- ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- ორგანიზებულობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: Tako.lukashvili@hgitbilisi.com
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
დედლაინი: 2026 წლის 30 ნოემბერი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
