მზარეული
გამოქვეყნდა 1 ოქტბოლო ვადა: 1 ნოე
- მისამართი
- თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 111
სრული აღწერა
სასტუმრო "Unfound Door" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანამდებობაზე.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
- მენიუებში არსებული კერძების მომზადება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/ მონიტორინგში
- ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება.
- კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი შეფ მზარეულის მიერ დადგენილი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და "მიზან-პლასის" კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
- საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა, დისციპლინა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა
პირობები:
- სამუშაო ადგილი - თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 111
- სამუშაო განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე 8 საათიანი გრაფიკი
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@unfounddoor.ge
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად იხილეთ:
Instagram: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Facebook: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Web: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Awards: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
