ქარვასლა მენეჯმენტი
წარმოებამუშა-ტექნიკოსი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 1 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლაში" საერთო სარგებლობის სივრცის სერვისის განმახორციელებელი კომპანია შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მუშა-ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში საერთო მოხმარების ფართების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ტექნიკური მენეჯერის დავალებების შესაბამისად.
- საერთო მოხმარების საინჟინრო, საკანალიზაციო სისტემების დაზიანების შემთხვევაში მათი გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.
- მსუბუქი ტვირთების გადაადგილების უზრუნველყოფა.
- ობიექტზე მიმდინარე ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა.
- სივრცის მონიტორინგი.
- უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა.
- ნათურების შეცვლა.
რას გთავაზობთ:
- შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის" პროფესიონალთა გუნდთან ერთად სამუშაო პროცესში სწავლებას;
- სრულ სამუშაო გრაფიკს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე (40 სთ/კვირაში);
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც.დადიანის ქ. 7;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2026 წლის 01 ნოემბრისა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: office@kmt.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია — მუშა-ტექნიკოსი". კითხვების დასაზუსტებლად და ინტერვიუს თარიღის შესათანხმებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე - 599 03 44 55
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
