მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- დუშეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ქონების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
დუშეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების და სპეცტექნიკის რეგისტრაციას;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებით მუნიციპალური ქონების შექმნასა და შეძენასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და განკარგვის თაობაზე;
- მონაწილეობს მუნიციპალური ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობის, მართლზომიერი სარგებლობის კოორდინაციასთან დაკავშირებით კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვაში;
- მონაწილეობს ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესში.
- თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის და მუნიციპალური ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დადგენილება №11, 31.07.2026წ).
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. დუშეთი, რუსთაველის 27
საკონტაქტო ტელეფონები:
557974791
საკონტაქტო პირი:
მარიამ ველთაური
დამატებითი მოთხოვნები:
1 (ერთწლიანი) სამუშაო გამოცდილება - ქონების მართვის ან/და ეკონომიკის სფეროში.
ანალიტიკური აზროვნება;
საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ინფორმაციების შეგროვების და ანალიზის უნარი, დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს "ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამუშაო გამოცდილება დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი;
კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობისათვის დადგენილ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
