მუნიციპალური ინსპექციის სასამართლოსთან ურთიერთობისა და აღსრულების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 080 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მუნიციპალური ინსპექციის სასამართლოსთან ურთიერთობისა და აღსრულების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2080 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
- კორესპონდენციებზე პასუხის მომზადების უზრუნველყოფა.
- მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება;
- „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28- 95 დადგენილება;
- ,,ქ - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-97 დადგენილება“
- „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 ნოემბრის №46-87 დადგენილება;
- „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 27 მაისის საქართველოს მთავრობის N361 დადგენილება ;
- „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის N477 დადგენილება;
- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის N 54-30 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქ.N7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995591408664
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა, დონე - ვერბალური B2; წერითი B2.
კომპეტენციები და უნარები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
