მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო საქმიანობის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- 1 წლიანი სამუშო გამოცდილება სამშენებლო კონტროლის ან/და არქიტექტურის სფეროში
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო საქმიანობის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე - ჩუღურეთის რაიონული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- სამართალდარღვევის ფაქტების აღმოჩენის მიზნით, განყოფილებაში შექმნილ ჯგუფთან ერთად ინსპექტირების განხორციელება;
- სამსახურში შემოსულ განცხადებებში აღნიშნული ფაქტების ადგილზე გადამოწმება;
- სამართალდარღვევის ფაქტების ადგილზე შესწავლა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული)სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
- დამრღვევების მიმართ კანონით დადგენილი ზომების გატარება;
- სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და წესების შესრულებაზე კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმისწარმოების შესაბამისი საინფორმაციო ბაზისა და სტატისტიკის წარმოება;
- კორესპონდენციებზე პასუხის მომზადების უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“;
- ,„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება;
- „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 27 მაისის საქართველოს მთავრობის N361 დადგენილება ;
- „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის N477 დადგენილება;
- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის N 54-30 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995591408664
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა 1 წლიანი სამუშო გამოცდილება სამშენებლო კონტროლის ან/და არქიტექტურის სფეროში.
სასურველია მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა დონე -ვერბალური -B2, წერითი-B2.
კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
