მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო კონტროლის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 360 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ზედამხედველობის ან/და სამშენებლო/საინჟინრო ან/და არქიტექტურული სფეროში
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო კონტროლის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3360 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სამშენებლო პირობების შესრულებაზე, მათ შორის საეტაპო ოქმების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოდგენაზე კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სანქციის დაკისრება;
- განაშენიანების რეგულირებისა და სავალდებულო ხაზების კონტროლს, სამშენებლო ობიექტის აზომვითი ნახაზების შედგენა და სამსახურის მონაცემთა ბაზაში შეყვანა;
- ობიექტების შეთანხმებულ სანებართვო პირობებთან შესაბამისობის ანალიზი და შეფასება.
- სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე დადგენილი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და წესების შესრულებაზე კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
- კორესპონდენციებზე პასუხის მომზადების უზრუნველყოფა;
- მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
მშენებელი/ინჟინერი ან/და არქიტექტორი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება;
- „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 27 მაისის საქართველოს მთავრობის N361 დადგენილება ;
- „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის N477 დადგენილება;
- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის N 54-30 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995591408664
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ზედამხედველობის ან/და სამშენებლო/საინჟინრო ან/და არქიტექტურული სფეროში.
სასურველი მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნის დონა ვერბალური- B2, წერითი- B2.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის (სტრუქტურული ერთეულები და რაიონული გამგეობები) მასშტაბით მოხელეთა კარიერული განვითარების მიზნით, გამოცხადდეს შიდა კონკურსი.
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კარიერული განვითარების მიზნით.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
