მუნიციპალური ინსპექციის მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 240 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- 1 წლიანი სამუშო გამოცდილება სამშენებლო კონტროლის ან/და არქიტექტურულ სფეროში
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მუნიციპალური ინსპექციის მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
ზედამხედველობა
განცხადების ბოლო ვადა:
16.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2240 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ობიექტის ვარგისად აღიარებისთვის ექსპლუატაციაში მიღების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უზრუნველყოფს მშენებლობადასრულებული ობიექტზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაცემული ნებართვების საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების) შეთანხმებულ სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენასა და ცნობის მომზადებას გამოვლენილი დარღვევებისა და ობიექტის საერთო მდგომარეობის შეფასების ასახვით, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;
- უზრუნველყოფს ობიექტის ვარგისად აღიარებისთვის ექსპლუატაციაში მიღების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მშენებლობადამთავრებული ობიექტის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის შემოწმებასა და შესაბამისი ხარვეზების შემთხვევაში განცხადების დახარვეზებას/შუალედური აქტების პროექტების მომზადებას;
- ობიექტის ვარგისად აღიარებისთვის ექსპლუატაციაში მიღების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას ღებულობს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების შესაბამის წარმოებებში;
- ხელმძღვანელის დავალებით ასრულებს ექსპლუატაციაში მიღების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საჭირო დავალებებს.
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება;
- „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28- 95 დადგენილება;
- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის N 54-30 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N 7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995591408664
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა 1 წლიანი სამუშო გამოცდილება სამშენებლო კონტროლის ან/და არქიტექტურულ სფეროში.
სასურველია მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა დონე -ვერბალური -B2, წერითი-B2.
კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
