მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონიტორინგის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამმართველოს უფროსი)
- ანაზღაურება
- 4 960 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- იურიდიული ან/და სამშენებლო კონტროლის ან/და არქიტექტურის სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონიტორინგის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამმართველოს უფროსი)
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
09.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
4960 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სამმართველოში შემავალი განყოფილებების მიერ შესასრულებელი ამოცანების დაგეგმვა და ჯეროვან შესრულებაზე კონტროლი;
- სამმართველოს ეფექტურად წარმართვის მიზნით წინადადებების მომზადება;
- საკურატოროდ მიკუთვნებული სამსახურეობრივი დოკუმენტების განხილვა,ვიზირება და მონიტორინგი;
- ინსპექციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ინსპექციის უფროსისათვის შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების, დასკვნებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა;
- თბილისის რაიონებში მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე კანონის შესაბამისი ნორმების გატარება და მასზე კონტროლი.
- ინსპექციის მიერ გამოცემული აქტების ანგარიშგების კონტროლი.
- ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციების მონიტორინგი, მათი განაწილება, შესრულებაზე კონტროლი.
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება;
- „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28- 95 დადგენილება;
- ,,ქ - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-97 დადგენილება“
- „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 ნოემბრის №46-87 დადგენილება;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-89 დადგენილება;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკაგვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 მაისის N9-38 დადგენილება;
- საქართველოს კანონი - ნარჩენების მართვის კოდექსი;
- ტექნიკური რეგლამენტი „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილება ;
- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის N 54-30 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები:
+995591408664
საკონტაქტო პირი:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა იურიდიული ან/და სამშენებლო კონტროლის ან/და არქიტექტურის სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სასურველია: ერთი უცხო ენის ცოდნა მაინც, დონე ვერბალური -B2, წერითი-B2.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის (სტრუქტურული ერთეულები და რაიონული გამგეობები) მასშტაბით მოხელეთა კარიერული განვითარების მიზნით, გამოცხადდეს შიდა კონკურსი.
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კარიერული განვითარების მიზნით.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.
- შიდა კონკურსში აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი.
- სავალდებულოა კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, სავალდებულოა აპლიკანტმა ატვირთოს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად უნდა იყოს განხილული კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმების მოტივაცია.
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
