მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 160 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
კატეგორია:
კოორდინაცია
განცხადების ბოლო ვადა:
23.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4160 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამებისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
- საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობა;
- სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესისშესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
- „სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება;
- „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილება;
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაწილში;
- „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №44 დადგენილება;
- „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
12, ალ. ყაზბეგის გამზირი, 0160, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
593314196
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე ციმაკურიძე
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება:
მიმართულება - ეკონომიკა/ბიზნესი და ადმინისტირება/სამართალი
სამუშაო გამოცდილება:
სავალდებულო - იურიდიულ ან/და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
გ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე) კომპლექსური აზროვნება;
ვ) დროის ეფექტიანი მართვა;
ზ) საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
თ) ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ
ადმინისტრირებული ვებ-გვერდის vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - vacancy.hr.gov.ge სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
ბ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას.
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი, რომელიც კონკურსის პირველ ეტაპს (კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ვერ გაივლის, კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ინფორმაციას მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – შეუსაბამობის მიზეზს.
შიდა კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მოხელის შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის მე-2 ეტაპზე-კანდიდატის შეფასება განხორციელდეს ქულათა სისტემით, რაც გულისხმობს მაქსიმალური 10 ქულითა და მინიმალური 0 ქულით შეფასებას.
კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლოა, განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა, კანდიდატის თანხმობით.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები, ასევე, დაესწრებიან უფლებამოსილი პირები.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
