მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
- ანაზღაურება
- 5 600 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
კატეგორია:
კოორდინაცია
განცხადების ბოლო ვადა:
17.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე,
კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების
უზრუნველყოფა/უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
- შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და მიზნობრივი პროგრამების კოორდინაცია;
- ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
- შესაბამისი უფლებამოსილებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
- საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;
- სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
- სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილება;
- „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილება;
- საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაწილში);
- „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის N44 დადგენილება;
- "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილება".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
12, ალ. ყაზბეგის გამზირი, 0160, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
593314196
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე ციმაკურიძე
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება: სავალდებულო - განათლება/განათლების ადმინისტრირება, სოციალური მეცნიერებები
სამუშაო გამოცდილება: საგანმანათლებლო/სამეცნიერო სფეროში/ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ბ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
გ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
დ) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ე) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ვ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
ზ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
თ) გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - vacancy.hr.gov.ge სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
ბ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას.
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი, რომელიც კონკურსის პირველ ეტაპს (კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ვერ გაივლის, კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღებს ინფორმაციას მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – შეუსაბამობის მიზეზს.
კონკურსის მე-2 ეტაპზე შეფასება განხორციელდეს ქულათა სისტემით, რაც გულისხმობს მაქსიმალური 10 ქულითა და მინიმალური 0 ქულით შეფასებას. შეფასება განხორციელდება, როგორც ზეპირი დავალების, ისე - გასაუბრების.
კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
ზეპირი დავალებისა და გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლოა, განხორციელდეს ზეპირი დავალებისა და გასაუბრების აუდიო ჩაწერა, კანდიდატის თანხმობით.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები, ასევე, დაესწრებიან უფლებამოსილი პირები.
მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
