მტვირთავი
- მისამართი
- თბილისი, ლილო 1 - საბაჟო ტერიტორია
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00
სრული აღწერა
23-09-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" წარმატებით ოპერირებს საქართველოში 15 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე თავისი მაღაზიებით. "დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო 1 - საბაჟო ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
თანამდებობის მოკლე აღწერა:
მტვირთავი პასუხისმგებელია საქონლის გადაზიდვისა და განლაგების პროცესებზე. ის უზრუნველყოფს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ტვირთის უსაფრთხო და ორგანიზებულ გადაადგილებას, საწყობში წესრიგის დაცვას და გუნდური მუშაობის მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის გადაზიდვა და განლაგება შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით.
- საქონლის სწორად განთავსება და დახარისხება საწყობის ტერიტორიაზე.
- უსაფრთხოების წესების დაცვა როგორც საწყობში, ასევე ტრანსპორტირების პროცესში.
- კომპანიის სავაჭრო ობიექტებზე საქონლის ჩამოტვირთვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
- სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საწყობის ოპერაციებთან და საქონლის გადაადგილებასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საქონლის გადატანის, ჩატვირთვისა და საწყობში განლაგების პრაქტიკული გამოცდილება.
- უსაფრთხოების წესების ცოდნა და შესაბამისი დაცვის აღჭურვილობის გამოყენების გამოცდილება.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა.
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- გუნდური მუშაობის უნარი.
- ფიზიკურად დატვირთული სამუშაოების შესრულების უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

