მცხობელი / მზარეული
- მისამართი
- თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
- ბენეფიტები
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას · მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის · თბილ და მეგობრულ გარემოს
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, მცხობელისა და მზარეულის პოზიციებზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
მცხობელი
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1600 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 2000 ლარამდე ანაზღაურება)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
ძირითადი მოვალეობები:
- შეფ-მზარეულისა და უფროსი მცხობელის მიერ მითითებული ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება
- ცომის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
- საჭირო ინგრედიენტების წინასწარ მომზადება, ცომის პორციული დაყოფა და შესაბამისი ნორმების მიხედვით შენახვა
- საცხობის დანადგარებისა და ხელსაწყოების უსაფრთხოდ და სათანადოდ გამოყენება
- „სასტუმრო იოტას“ სტანდარტების მიხედვით პურ-ფუნთუშეულის გამოცხობა
- სასტუმრო “იოტა“-ს სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- სამუშაო გარემოს მოწესრიგება და საკვები პროდუქტების დახარისხება/შესაბამის ადგილზე განთავსება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
მზარეული
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1400 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1700 ლარამდე ანაზღაურება)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
- კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
- კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
- „სასტუმრო იოტას“ სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
- პროდუქტების მარაგის კონტროლი
- კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
- არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
- პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
- კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მცხობელი" ან "მზარეული"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 1-დან 2 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1600 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 2000 ლარამდე ანაზღაურება) ფიქსირებული ანაზღაურება - 1400 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1700 ლარამდე ანაზღაურება)
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული 1600 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 2000 ლარამდე ანაზღაურება) · ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1700 ლარამდე ანაზღაურება)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

