მცირე ზომის მცურავი საშუალებების ოპერატორი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- განაკვეთი
- ნახევარი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ჰიბრიდული
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით
- გამოცდილება
- 1 წელი
- მისამართი
- სოფელი ანაკლია, გურამიშვილის ქ. №7 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
სრული აღწერა
ვაკანსია: მცირე ზომის მცურავი საშუალების ოპერატორი
კომპანია: შპს „სასტუმრო ანაკლია“
მდებარეობა: სოფელი ანაკლია, გურამიშვილის ქ. №7 (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
ძირითადი მოვალეობები:
სასტუმროს მფლობელობაში არსებული მცირე ზომის მცურავი საშუალების (კატარღის / მოტორიანი ნავის) მართვა და უსაფრთხო ექსპლუატაცია ზღვის აკვატორიასა და მდინარეში.
სასტუმროს სტუმრებისთვის წყლის გასართობი ტურების, გასეირნებებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მაღალი სერვისის სტანდარტით.
მცურავი საშუალების ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმება, მართვის პანელისა და ძრავის გამართულობის მონიტორინგი.
უსაფრთხოების წესებისა და ნავიგაციის სტანდარტების მკაცრი დაცვა მგზავრების ჩასხდომიდან გადმოსვლამდე.
სამაშველო ჟილეტებისა და უსაფრთხოების სხვა ინვენტარის მუდმივი კონტროლი და წესრიგში შენარჩუნება.
ტექნიკური ხარვეზის ან შეფერხების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მენეჯმენტის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამისი კატეგორიის მცირე ზომის მცურავი საშუალების მართვის ოფიციალური მოწმობა / უფლება.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და პრაქტიკის ღრმა ცოდნა.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და სტუმრებთან თბილი, კომუნიკაბელური მიდგომა.
ადგილობრივი აკვატორიისა (ზღვის და სანაპირო ზოლის) კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ ვთავაზობთ:
მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს განახლებულ სასტუმრო „ანაკლიაში“.
პროფესია: გემის ტექნიკოსი
სამუშაო ადგილი: ანაკლია, გურამიშვილის ქუჩაN7
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ფორმა: არასრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (საბაზისოდ)
უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
