მცირე სეგმენტის არასაკრედიტო პროდუქტ.გაყიდვების კოორდინატორი
- მისამართი
- სათავო ოფისი
- ბენეფიტები
- · პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს · · სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს · · პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს
სრული აღწერა
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: მცირე სეგმენტის არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების კოორდინატორი
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
· პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
· სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
· პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
· კორპორატიულ ღონისძიებებს;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
ძირითადი ფუნქციები:
- უნივერსალური ბანკირების ყოველთვიური გეგმების შესრულების მონიტორინგი, გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.
- უნივერსალური პაკეტის გაყიდვები: აქტიური ბარათების პენეტრაციის ზრდა, რაოდენობრივი ტრანზაქციებისა და მოცულობის ზრდის უზრუნველყოფა.
- მცირე სეგმენტის მსესხებელი და არამსეხებელი კლიენტებზე რითეილ პროდუქტების პენეტრაციის ზრდა.
- მცირე სეგმენტის მსესხებელ კლიენტებზე რითეილ პროდუქტების გაყიდვების მონიტორინგის მართვა.
- მიკრო და მცირე სეგმენტის ვადიანი ანაბრების პორტფელის კონტროლი, მოთხოვნამდე ანაბრების, საშუალო ნაშთების პორტფელის კონტროლი, პორტფელის ზედამხედველობა და ყოველთვიური გეგმის შესრულების მონიტორინგი, პორტფელის ზრდის უზრუნველყოფა.
- გაყიდვების ეფექტურობის და კონტროლის უზრუნველსაყოფად საჭირო რეპორტების და დეშბორდების დაკვეთა, მართვა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე)
- საბანკო მომსახურების განვითარების კუთხით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
- ეფექტური წერითი საკომუნიკაციო უნარი ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
- სხვა თანამშრომლების მართვის, კოორდინაციის და კონტროლის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე,
შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი
ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე
შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული
იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მცირე სეგმენტის არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების კოორდინატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

