მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
- ქალაქი
- გორი
- ბენეფიტები
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს · სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს · პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს
სრული აღწერა
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: გორი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ,კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი პასუხისგებელია სესხის გაცემის სრულ ციკლზე
სამუშაოს აღწერა:
- მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
- კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
- სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
- საკრედიტო პორტფელის მართვა;
- სესხის გადახდისა და ვადაგადაცილებული სესხების მონიტორინგი.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
- ძლიერი გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- ფინანსური უწყისების შედგენის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია Excel მაღალ დონეზე);
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 ნოემბერი, 2026 წელი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი გორის სერვისცენტრში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

